logo
ENG



პრეზიდენტის კრიტიკული გზავნილები - რამ გაანაწყენა "ქართული ოცნება"

14 მარ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია სალომე ზურაბიშვილმა ვერც დღეს შეძლო - პრეზიდენტისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის დროს სცოდავს საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. მთავრობას შიშში ადანაშაულებს, ოპონენტებს ქვეყნის გარეთ გატანილი კრიტიკის გამო. საკუთარის გარდა, ზურაბიშვილი ყველას შეცდომაზე ლაპარაკობდა. დღევანდელმა მოსმენამ პარლამენტში ისე ჩაიარა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს არც ღარიბაშვილმა და არც მთავრობის წევრებმა ხელი არ ჩამოართვეს.


close დახურვა